ზუგდიდში ლაშა გვასალიას პოეზიის საღამო გაიმართა

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ცნობილი მწერლის ლაშა გვასალიას პოეზიის საღამო და პოეტური კრებულის "ცადაღვლენილი ლეგენდების" პრეზენტაცია გაიმართა.
ონისძიება საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირისა და საქართველოს მწერალთა და შემოქმედთა ეროვნული აკადემიის სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა.
ლაშა გვასალიას პოეზიის საღამოს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე კობა ქანთარია და ქალაქ ზუგდიდს მერი ირაკლი გოგოხია დაესწრნენ.
ლაშა გვასალია სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსია.