
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს “მუნიციპალური განვითარების ფონდი”, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ ერთად ქალაქ ხობში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქ. ხობის მოსახლეობა ხარისხიან წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს.