15 სექტემბერს, ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე სტარტს აიღებს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი-ფეხბურთში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წარმოება-დაწესებულებების გუნდების მონაწილეობით.
ფინალური შეხვედრები, 21 სექტემბერს, ახალ ხიბულაში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.
სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.
„ა“ ჯგუფი
1. გამგეობა
2. „ლიბერთი ბანკი“
3. პოლიცია
4. „კოლხეთი“
„ ბ“ ჯგუფი
1. “კრისტალი“
2. სახანძრო-სამაშველო სამსახური
3. GPR
4. საგანმანათლებლო რესურსცენტრი