„ქართული ოცნება“ გოდერძი ბუკიას ნაცვლად, ხობში მაჟორიტარობის კანდიდატად სავარაუდოდ ირაკლი ბერაიას წარადგენს
არსებული ინფორმაციით, გოდერძი ბუკიას ნაცვლად, ხობში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ბანკი ”ქართუს” თანამშრომელს ირაკლი ბერაიას წარადგენს. ტელეკომპანია ”იმედის” ინფორმაციით, ბერაიას წარდგენა ხვალ მოხდება.
ხობის საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ კანდიდატურა მოხსნა. ბუკია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს და ამომრჩევლებს განაცხადებით მიმართავს, რომელსაც Facebook-ით ავრცელებს.