ხობს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება



30 აგვისტოს, 02:00 საათიდან საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე გაზის მიწოდება შეუწყდება ქ.ზუგდიდს, ქ.აბაშას, სენაკის სამხედრო ბაზის დასახლებას, ქ.ხობს და რამდენიმე სოფელს
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით (2016 წლის 30 აგვისტოს ტელეფონოგრამა №280) 30 აგვისტოს 02:00 საათიდან 1 სექტემბრის 11:00 საათამდე სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე გაზის მიწოდება შეუწყდება: ქ.ზუგდიდს, ქ.აბაშას, ქ.ხობს, სენაკის სამხედრო ბაზის სამხედრო დასახლებას , ასევე, სოფლებს: ქვიშანჭალას , მუხურჩას და სანავარდოს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული 
გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.