ნუგზარ წურწუმია ბრინჯაოს მედალოსანია

საფრანგეთის ქალაქი მაკონში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა და
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მოჭიდავემ, ევროპის ჩემპიონმა, ნუგზარ წურწუმიამ (მწვრთნელ-მასწავლებლები: მ.ყორშია, ს. გვასალია, ბ. ბუკია) და მესამე ადგილის მფლობელი გახდა. ხობელმა ფალავანმა ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში ირანელი მეჰდი ნეჯადი 7-2 დაამარცხა. 
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ხობელ ფალავანს ულოცავს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეულ დიდ წარმატებას.