ხობში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის ახალ კანდიდატად ირაკლი ბერაია განიხილება

როგორც ცნობილია, “ქათული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ხობის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი ბუკიამ დღეს კანდიდატურა მოიხსნა. “Newsportal.ge”-სთვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ ახალ კანდიდატად მმართველი გუნდი ირაკლი ბერაიას განიხილავს, რომელიც ამჟამად ბანკ ქართუს ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებს. ირაკლი ბერაია წარმოშობით ხობელია, ის 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო.
ინფორმაციის გადასამოწმებლად “Newsportal.ge” “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისს დაუკავშირდა, თუმცა მმართველ გუნდში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
ცნობისთვის, იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” ხობში ირაკლი ბერაიას კანდიდატურას დააყენებს, სამეგრელოში მმართველ გუნდს მაჟორიტარობის კანდიდატად 2 ირაკლი ბერაია ეყოლება – მაჟორიტარობის კანდიდატი სენაკში ასევე ირაკლი ბერაიაა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა.
წყარო:http://newsportal.ge