„პოლიტიკის სოციოლოგიის საკითხები“, ხობის მკვიდრის, სოციოლოგიის დოქტორის, შორენა კორტავას მესამე აკადემიური ნაშრომია. ნაშრომი ორ ნაწილად იყოფა. I- ძალაუფლება, როგორც კომუნიკაციის საშუალება. II- პოლიტიკური სისტემა და მისი შემადგენელი კომპონენტები. წიგნში განხილულია ჟან ბოდრიარის, ნიკლას ლუმანის, მიშელ ფუკოს, ფერნან ბროდელის და სხვა ცნობილი პოსტმოდერნისტი ავტორების ნააზრევი.
შორენა კორტავამ 2011 წელს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „საზოგადოების ძალაუფლებრივი თეორიები“. 2014 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი - „საზოგადოება, ინდივიდი, ძალაუფლება: არაკლასიკური სოციოლოგიური თეორიები“, 2016 წელს გამოიცა მეორე წიგნი - „პოსტმოდერნიზმი და თანამედროვეობა“. ამჟამად, მეცნიერი აკადემიურ მოღვაწეობას ეწევა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ავტორმა, ხობის მუნიციპალიტეტის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა სამივე წიგნი. ასე, რომ დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მეტად საინტერესო ნაშრომებს სოციოლოგიისა და პოსტმოდერნიზმის საკითხებზე.