ერგეტაში გამართულ მარულას ირაკლი (დაჩი) ბერაია დაესწრო


სოფელ ერგეტაში მარულა გაიმართა, ტრადიციების მოყვარულ, სპორტის ამ სახეობაში გამოწრთვნილ ზუგდიდელებს მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი (დაჩი) ბერაიაც შეუერთდა. მან ადგილობრივებთან ერთად გაიზიარა ის განწყობა და ემოცია, რასაც გულშემატკივრობა და გამარჯვება ჰქვია. 

საცხენოსნო შეჯიბრის უძველესი ეროვნული სახეობა წლებია ამ სოფელში ტარდება. წლევანდელი მარულა მაყურებლებელთა სიმრავლით და განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა.