სარემონტო სამუშაოები საბავშვო ბაღებში

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შავღელეს და ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

➤ შავღელეს საბავშვო ბაღში, დამატებით ერთი ოთახი აშენდება - მოეწყობა წყალსაწრეტი მილები, გამოიცვლება კარ-ფანჯრები, შეილესება კედლები, მოეწყობა ლამინირებული იატაკი და სახურავი. სამშენებლო სამუშაოს ღირებულება 21600 ლარია; 
➤ ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საქორქიოს N1 საბავშვო ბაღში გამოიცვლება კარ-ფანჯრები, შეილესება და შეიღებება კედლები, გარემონტდება სამზარეულო. სამშენებლო სამუშაოს ღირებულება 9331 ლარია;
➤ სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული;
➤ სამშენებლო სამუშაოებს ინდივიდუალური მეწარმე „კახა ჩიქოვანი“ ახორციელებს.