საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული პროექტები ხორციელდება:
➢სოფელ ზუბში გარემონტდა საბავშვო ბაღი; უახლოეს დღეებში დაიწყება ცენტრის კეთილმოწყობა;
➢სოფელ ზენში შენდება ორი მოსაცდელი; მიმდინარეობს ხიდბოგირის რეაბილიტაცია;
➢სოფელ ჯაპიშაქარში შენდება მოსაცდელი; მოიხრეშა შიდა-სასოფლო გზები;
➢სოფელ გაღმა საჯიჯაოში მოიხრეშა შიდა-სასოფლო გზები;
➢სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა;
➢ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილია 72442 ლარი.