სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით (მოტობლოკების) აღჭურვის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების უფლებამოსილმა წარმომადგენელმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში მისამართზე ქ. თბილისი ვაზისუბნის ქ. N25 უნდა წარადგინოს განაცხადი მცირეგაბარიტინი აგროტექნიკის მოთხოვნით.
განაცხადები მიიღება 24 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით.
აგრო-კომპლექტების შეზღუდული რაოდენობის გამო, განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება მათი წარდგენის რიგითობის შესაბამისად აგრო-კომპლექტების რაოდენობის ამოწურვამდე.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამა“ მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკის შეღავათიან ფასად 900 ლარად კოოპერატივებისათვის გადაცემას ითვალისწინებს. რაც მისი ღირებულების 24 % შეადგენს. თითოეულ კომპლექტში შედის მოტობლოკის აგრეგატი სათიბით, გუთნით, კულტივატორით და ხელის სათესი.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მცირეგაბარიტიანი აგრო-ტექნიკით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე 667 კოოპერატივს გადაეცა 1515 აგროკომპლექტი და დამატებით 201 ხელის სათესი მექანიზმი.
პროგრამებით დაინტერსებულ პირებს დეტალური ინფორმაციისთვის შუძლიათ ადგილობრივ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს, მიმართონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის N189, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული, ოთახი N303, ტელეფონი 595 858393.595 858322.