25 აგვისტოს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო ხობის „კოლხეთი-2“-ის
ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ნუტი (ნუგზარ) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშებამ
ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობენ: ბათუმის სასპორტო სკოლის, ზუგდიდის „ოდიშის“, სენაკის
„სპარტაკის“, ხობის „კოლხეთის“, ხონის სასპორტო სკოლის, ფოთის „კოლხეთის“, აბაშის
„ზანას“, მარტვილის საფეხბურთო სკოლის 2006-2007 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული
გუნდები.
პირველ შეხვედრაში, ხობის
„კოლხეთის“ ნორჩმა ფეხბურთელებმა ზუგდიდელი თანატოლები, ანგარიშით 6-2 დაამარცხეს.
ღონისძიების გახსნის ცერემონიას
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, მწვრთნელები და ოჯახის
ახლობლები ესწრებოდნენ.
საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები 29 აგვისტოს
გაიმართება.