„პატრიოტთა ალიანსმა“ 3 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. ბესო ლაგვილავა ხობის 64-ე ოლქში, კობა ფარცვანია - წალენჯიხაში, ხოლო ირაკლი ლატარია თბილისის საკრებულოს დეპუტატობისთვის ვაზისუბანში იბრძოლებს. კანდიდატები დღეს პარტიის ლიდერმა - დავით თარხან-მოურავმა წარადგინა და მათ არჩევნებში გამარჯვება უსურვა.