გურიფულში კვირიკობა აღინიშნა

28 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეთა კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მშენებარე  წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიაში დეკანოზმა კირიონ დარასელიამ პარაკლისი გადაიხადა, მოეწყო ფოტო-გამოფენა „გურიფულის მატიანე“, ხოლო მოსწავლე-ახალგაზრდობის  მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. 
დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.