15 ივლისს, ქ.ხობში, “ნოდარ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე მოეწყო დასუფთავების აქცია, სადაც მოხდა ადგილობრივი თემიდან არჩეული მოხალისეების ჩართვა და მიმდებარე გარემოს დასუფთავება , დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა/შეკეთება. აღნიშნული აქციის მიზანი იყო, მოხალისეებში და საზოგადოებაში გარემოსადმი დამცველობითი კულტურის ჩამოყალიბების წახალისება . აღნიშნული პროექტს ტექნიკური მხარდაჭერა ადგილობრივმა თემმა გაუწია არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა სოციალურ მუშაკებთან“ ერთად. პროექტის დასასრულს დაიგეგმა სამომავლო გეგმები და არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან იგეგმება მოხალისეებისათვის სიგელების გადაცემა და მათი წახალისება ამ სფეროში.