„თორსის ქალთა საინიციატივო ჯგუფი” საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ასოციაცია „ათინათის“ პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში" ფარგლებში მოპოვებული გრანტით ახორციელებს პროექტს - „სიცოცხლე გარემოს". პროექტის ფარგლებში, თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ეკალ-ბარდებისგან და ნარჩენებისგან გაიწმინდა 3 კილომეტრიანი გზის მიმდებარე ტერიტორია, განთავსდა საინფორმაციო ბანერები, დაიდგმევა სხვადასხვა ზომის, 11 ერთეული ურნა, დამონტაჟდება ვიდეოთვალი, თორსის, ხეთის, ხამისქურის და პირველი მაისის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა სემინარი, მომზადდა და დაიბეჭდა გარემოსდაცვით საკითხებზე ბუკლეტები.