15 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება შესაბამისი კომისიის მიერ პრივატიზირებულ იქნა აუქციონით, რომლის შემდგომი პროცედურები გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურმა განახორციელა.
დღევანდელ აუქციონზე გაიყიდა სატვირთო-ბორტიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება, სატვირთო-თვითმცლელი ავტოსატრანსპორტო საშუალება, საფეხბურთო მოედანის დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი მასალები (ჯართი) და იჯარით გაიცა ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ყოფილი ადმინისტრაციული შენობის 12 კვადრატული მეტრი ფართი.