13 ივლისი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ფონდმა „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებმა (AIC) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ – „სოციალურ–ეკონომიკური ინიციატივები, ახალი შესაძლებლობები, კონსტრუქციული და მდგრადი გარემო დევნილთათვის” განსახორციელების მიზნით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
პროექტის მიზანია - დევნილთა შემოსავლების გაზრდა, განსახლების ადგილებზე სოციალურ–ეკონომიკური ინტეგრაცია და სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირება.
პროექტი ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებული პირების სასოფლო/სამეურნეო და სოციალური მიმართულების ინიციატივებისბ მხარდაჭერას შემდეგ სამიზნე მუნიციპალიტეტებში: მესტია, აბაშა, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა.
პრიორიტეტი მიენიჭება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გრძელვადიანი განსახლების პროგრამის (მათ შორის, „სოფლად სახლის“ პროექტის) ფარგლებში საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილ დევნილებს.
პროექტით გათვალისწინებულია – ბენეფიციართა 30% – ნი თანადაფინანსებით:
სასოფლო/სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა:
- მიკრო გრანტები სასოფლო სამეუნეო ინიციატივების მხარდაჭერაში;
- სასოფლო/სამეურნეო იარაღების შესყიდვა;
- სასოფლო /სამეუნეო ტექნიკის/მექანიზაციის შესყიდვა;
- თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, ისეთები, როგორიცაა მცირე საშემოსავლო ინიციატივებისა და თვითკმარობაზე მიმართული პროექტები;
პროექტის ფარგლებში, სამიზნე რეგიონებში, იმერეთში 70 და სამეგრელო, ზემო სვანეთში 90 ბენეფიციარი, გაიუმჯობესებს საარსებო წყაროებისადმი წვდომას. მათი შემოსავლები გაიზრდება 35–40% – ით, მოხდება დევნილი ოჯახების მიგრაციის შემცირება და განსახლების ადგილებზე მგრადი სოციალურ–ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.