13 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ქ. ხობში კულტურის სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 849 849 ლარი გამოიყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარდაფისა და პირველი სართულის ფოიეს სადემონტაჟო სამუშაოები. 2016 წელს შესრულდება მხოლოდ 500 000 ლარის სამუშაოები, მიმდინარე სამუშაოებს შპს „კომპანიონი“ აწარმოებს.
კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი შარშან განხორციელდა, მოეწყო კულტურის სახლის სახურავი, მოხდა სახურავის ხის კონსტრუქციის ცეცხლდაცვა, წყალსაწრეტი მილების და ძაბრების მოწყობა, ელექტროსამონტაჟო და სხვადასხვა ტიპის სამუშაოები.