გამგებელი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გაეცნო


ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისია“ ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის, საჯიჯაოს და ბიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების განცხადების საფუძველზე ადგილზე გაეცნო მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. 

ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომლებიც რეგისტრირებული არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათას ქულას და რომელთა სახლები ავარიულ მდგომარეობაშია) სახლების შესაკეთებლად ერთჯერადი თანხით დახმარებას ითვალისწინებს. ამ დროისათვის, შვიდ ბენეფიციარს გაეწია 17000 ლარის დახმარება.