ქ. ხობში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს


ობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.
ქალაქ ხობში მიმდინარეობს კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სკვერის, ცოტნე დადიანის ქ. N202-ზე მდებარე შენობის ფასადის, სკვერის, პანოს და დეკორატიული ღობის სარემონტო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის პანდუსების მოწყობა. პროექტს, რომლის ღირებულებაც 33997.13 ლარია, შპს „სავე 1974 SAVE 1974” ახორციელებს.   სამუშაოზე 10 ადგილობრივია დასაქმებული.