15 ივლისს ქ. ხობის თედო სახოკიას სახელობის ბიბლიოთეკაში 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპული ინდირა და ლიზი ზარანდიების სახელობის კუთხე გაიხსნა.
ხობელმა, ჰამბურგის გამოყენებადი მეცნიერების უნივერსიტეტის, ლოჯისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა თამთა ხარამიშვილმა, თედო სახოკიას ბიბლიოთეკას, დები ზარანდიების კუთხისთვის 70 ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენოვანი წიგნები გადმოსცა. თამთა ხარამიშვილი ლიზი და ინდიარას მეგობარი იყო, რომლის იდეითაც და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით გაიხსნა ზემოთ ხსენებული კუთხე.
ინდირა და ლიზი ზარანდიების უკვდავსაყოფად მათმა თანატოლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ყოველი წლის 13 ივნისს თითო წიგნი შემატონ ბიბლიოთეკას.
ხობელებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 13 ივნისს დაღუპულები და პატივი მიაგეს 13 ივნისს და გუშინ საფრანგეთში ქალაქ ნიცაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა სულებს. ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად დები ზარანდიების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.