15 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობლის სამეოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს აღნიშნავს. ხელთუქმნელი სამოსელი უკვე საუკუნეებია საქართველოშია, რომელიც დადიანების ისტორიულ მუზეუმში ინახება.
დღეს, ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარშია დავანებული, სადაც მომლოცველები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ქვეყნებიდან ჩამოდიან.
ვლაქერნობის დღესასწაულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ხობის მუნიციპალიტეტიდან მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა იმყოფებოდნენ.
მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, ემთხვიონ ამ უდიდეს სიწმინდეს.