ქალაქ ხობში, დასუფთავების აქცია „დავასუფთაოთ ჩვენი ქალაქი“ გაიმართა.
ადგილობრივმა ახალგაზრდებმა აქციის ფარგლებში ქალაქის ტერიტორია დაასუფთავეს. ორგანიზატორთა
განცხადებით დასუფთავების აქცია ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში პერიოდულად გაიმართება.
აქციის ფარგლებში შეგროვილი ნაგავი, შპს „ხობი დასუფთავება და განათება“-ს
თანამშრომლებმა გაიტანეს.