18 ივლისს ქ. ფოთში ახალი საქართველოს უნივერსიტეტმა სამეცნიერო კონფერენციას - „თანამედროვე უნივერსიტეტის მისიას“ უმასპინძლა.
კონფერენცია, რომელიც ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით გაიმართა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ, ყოვლადუსამღვდელოეს გრიგოლის დაბადებიდან 60 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.
საზეიმო პარაკლისი მეუფემ ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში აღავლინა. პარაკლისს მრევლთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.