ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო მომსახურება ბათუმის „საზღვაო ჰოსპიტალის“ ექიმებმა გაუწიეს.
მოსახლეობას კარდიოლოგის, ნევროპათოლოგის, პედიატრის, ენდოკრინოლოგის, ოჯახის ექიმის მომსახურების მიღება, ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევების ჩატარება მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ.
ს.ს. „საზღვაო ჰოსპიტალის“ წარმომადგენლებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი შოლინა კანკია შეხვდნენ.
„საზღვაო ჰოსპიტალის“ სამედიცინო დირექტორის განცხადებით მსგავსი აქცია ხობის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც განხორციელდება.