ქალაქ ხობში, გიორგი ჭყონდიდელის N6-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყო სანიაღვრე სისტემა. სამუშაო, რომლის ღირებულებაც 43459.62 ლარია, შპს „შარაგზამშენი პირველმა“ განახორციელა. ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოზე 16 ადგილობრივი იყო დასაქმებული. ხოლო, ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო და ეზოს შემოკავების სამუშაოები. სამშენებლო სამუშაო, რომლის ღირებულებაც 26999 ლარია, ხუთი ადგილობრივია დასაქმებული.