27 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლები ევროპის ჩემპიონ ნუგზარ წურწუმიას შეხვდნენ
და ჩემპიონატზე მიღწეული დიდი წარმატება მიულოცეს. ევროპის ჩემპიონმა და მისმა მწვრთნელებმა
- მამუკა ყორშიამ, სურაჯი გვასალიამ და ბაკურ ბუკიამ ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებთან ბოლო პერიოდში ჭიდაობის
სფეროში მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
თვითმმართველობის წარმომადგენელთა განცხადებით მსოფლიოს და ევროპის
ჩემპიონატებზე პირველ და საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენების დასაჯილდოვებლად ხობის
მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში თანხაა გათვალისწინებული, რომელიც წარმატებულ სპორტსმენებს
წლის ბოლოს დაგეგმილ დაჯილდოების ცერემონიაზე გადაეცემათ.
შეგახსენებთ, რომ რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში
გამართულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა და ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" სასპორტო სკოლის მოჭიდავემ ნუგზარ წურწუმიამ და 50 კილოგრამ
წონითკატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.