23 ივნისს ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელოს რეგიონის თავმჯდომარის დავით კილასონიას მხარდაჭერით, გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი შეჯიბრი სირბილში.
შეჯიბრში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობა და სასპორტო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია,საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
გამარჯვებულები და მონაწილეები დაჯილდოვდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სიგელებით, თასით, მაისურებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაწესებული პრიზითა და ფასიანი საჩუქრებით.