შეხვედრა ევროპის ჩემპიონებთან


23 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონებს შეხვდნენ. გამარჯვებულმა სპორტსმენებმა ვილენ გაბრავამ, გოჩა სიჭინავამ, ანდრო ბუკიამ და მწვრთნელმა კობა თუთბერიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.
გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მკლავჭიდელებს სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი გააცნეს და მათ წარმატებები უსურვეს.