სამეგრელოში მარულას ტრადიციის აღდგენა დაიწყო - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენაკში საცხენოსნო შეჯიბრს, „მარულა-2016“ დაესწრო. ღონისძიება, რომელიც სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ემსახურება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს და თითოეულ მონაწილეს ცხენოსნობის აღორძინების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გამოთქვა იმედი, რომ სენაკი გახდება ცხენოსნობის ერთ-ერთი ცენტრი საქართველოში.
ღონისძიებას, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ ლევან შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

სენაკის იპოდრომზე გამართულ საცხენოსნო შეჯიბრებებში (მარულა, ცხენბურთი, კონკური და ისინდი) ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიების დაწყებამდე გუბერნატორმა ლევან შონიამ პრემიერ-მინისტრის იპოდრომის გარე პერიმეტრზე განთავსებული ფაცხები დათვალიერებინა, სადაც მეგრული კერძები ადგილზე მზადდებოდა. გაიმართა რეწვის ნიმუშების, სამეგრელოში
ცხენოსნობის ტრადიციის ამსახველი ფოტო მასალის და სოფლის პროდუქტების გამოფენა.