13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში დეკანოზმა კირიონ დარასელიამ სტიქიის შედეგად დაღუპული ინდირა და ლიზი ზარანდიების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის მოადგილეებმა ვარაზ გაბედავამ და მახარე ჩოკორაიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას და მათი საფლავი ყვავილებით შეამკეს.






