17 მაისს ავტომანქანით მტკვარში გადავარდნილი სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმონაზონ მამა ბასილის (კორტავას) ცხედარს დღეს გვიან ღამით საკუთარ სახლში მოასვენებენ (მისამართი ხობის მუნიციპალიტეტი სოფელი პირველი მაისი, ბესიკ ჩოკორაიას ქუჩა), სადაც ხვალიდან სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
სამშაბათს ცხედარს პირველი მაისის ყოვლადწმინდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ სადაც პანაშვიდს ტაძრის წინამძღვარი მამა იაკობ (სურმავა) აღასრულებს.
მღვდელმონაზონ მამა ბასილის დაკრძალვა ტაძრის ეზოში 15:00 საათზე მოხდება.