პირველ მაისში ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს

28 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ტაძრადმიყვანების სახელობის ეკლესიის დღესასწაული აღინიშნება.
ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო წირვა აღავლინა. ღვთისმსახურებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი რევაზ წულაია ესწრებოდნენ.












პანაშვიდი მღვდელმონაზონ ბასილის საფლავთან