ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესებისა და დასაქმებულთა ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით დაინერგა „ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა“ (EHMRS).
სისტემა იძლევა საბაზო საკადრო ადმინისტრაციის ფუნქციების ავტომატიზების საშუალებას. მასში გაერთიანებულია შემდეგი ფუნქციები:
• სტრუქტურის და საშტატო ერთეულების მართვა;
• სტატისტიკური ინფორმაციის გენერაცია;
• თანამშრომლების შესახებ სრულყოფილი, მუდმივად განახლებული ელექტრონული ინფორმაციის არსებობა;
• პერსონალის ხელფასის უწყისის რეესტრი;
• თანამშრომლის მივლინების რეესტრი და ა. შ.
სისტემის უპირატესობებია:
• ადამინისტრაციული დანახარჯების შემცირება და მუშაობის ხარისხის ზრდა;
• საკადრო საქმიანობის შესრულებაზე დახარჯული დროის და რესურსების მნიშვნელოვანი ეკონომია.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ასევე დაინერგა პროგრამა „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას საშუალებას მისცემს სწრაფად და ეფექტურად მიაწოდონ ადგილობრივ მოსახლეობას ისეთი სერვისები, როგორიცაა: ფინანსური სოციალური დახმარება, მშენებლობის ნებართვების გაცემა, ქონების პრივატიზაცია და ა.შ.
ზემოაღნიშნული პროგრამების მომხმარებელმა ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეება გაიარეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსები.
პროგრამა ხორციელდება სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ საპილოტე მუნიციპალიტეტად არის შერჩეული.