რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ მკლავჭიდელთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მოსწავლეებმა და ერთი ოქროს და ორი ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარჯვენა მკლავით ოქროს, ხოლო მარცხენა მკლავით ვერცხლის მედალოსანი ანრი ბუკია, ხოლო 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალოსანი გოჩა სიჭინავა გახდა (მწვრთნელ-მასწავლებელი კობა თუთბერიძე).