30 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, „ევროპის დღეების“ ფარგლებში სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" სამეგრელოს ბიუროს წარმომადგენელი ანნა ცანავა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი თემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება და მისი შემადგენელი ნაწილის - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებ იყო.
მომხსენებელმა, ასევე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ შეხედულებებზე ისაუბრა.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
შეხვედრა, საინფორმაციო ცენტრის სამეგრელოს ბიუროს ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.