28 მაისს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი-ფეხბურთში დასრულდა, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2003-2005 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა თექვსმეტი და გოგონათა ოთხი გუნდი მონაწილეობდა.
სპორტული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.
გოგონათა შორის გამარჯვებული ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. ჭაბუკთა შორის ტურნირის პირველადგილოსანი ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე კი ხეთის საჯარო სკლის გუნდი გავიდა. გამარჯვებულ და პრიზიორ სკოლებს თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ასევე დაჯილდოვდნენ ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებული მოთამაშეები, ხოლო ტურნირის ყველა მონაწილეს დიპლომები გადაეცა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და „სპორტი ყველასათვის“ ფედერაციის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი ესწრებოდნენ.