ხობის „კოლხეთის“ გამარჯვება


16 მაისს, ქალაქ გორში, „ქართლის“ სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ცხინვალის „ლიახვი“ და ხობის „კოლხეთი“ შეხვდნენ. მატჩი „კოლხეთის“ გამარჯვებით, ანგარიშით 0:3 დასრულდა. 
21 მაისს გაიმართება ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში, სადაც ხობის კოლხეთი ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ უმასპინძლებს.