მორიგი ფერმერთა საინიციატივო ჯგუფთან

10 მაისს ხობის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა ფერმერთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად მორიგი შეხვედრა გამართეს. ფერმერთა საინიციატივო ჯგუფი ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურთან ფერმერების საქმიანობაში არსებული პრობლემების ანალიზის, იდეების გამოკვეთისა და პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული ქმედებების შემუშავებისათვის შეიქმნა.
საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა საინიციატივო ჯგუფის წევრებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამები გააცნეს და მათი შეფასებები მოისმინეს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროექტში „აგროდაზღვევა“ 2016 წლისთვის შესულ ცვლილებებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით პროგრამას ,,აგროდაზღვევა“ 2014 წლის 1 სექტემბრიდან ა(ა)იპ პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს:
1.სეტყვა
2.ჭარბი ნალექი
3.ქარიშხალი
4.საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.

2016 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა.-მდე მიწის ნაკვეთი (მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰა.) თითოეული დამზღვევი 70% - იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 50%-ს. მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.
2016 წელს იმოქმედებს მინიმალური და მაქსიმალური სადაზღვევო ტარიფები. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის ამაღლებას და მათი მხრიდან სადაზღვევო რისკების სწორად შეფასებას.
ასევე მიმდინარე წელს გაუმჯობესდა და მაქსიმალურად მოერგო მომხმარებლის მოთხოვნებს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის და ფრანშიზის (არანაზღაურებადი მინიმუმის) გამოქვითვის წესი.
პროგრამით ,,აგროდაზღვევა“ დაინტერსებულ ფერმერებს დეტალური ინფორმაციისთვის შუძლიათ ადგილობრივ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს მიმართონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის#189, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული, ოთახი 303, ტელეფონი 595 858322. ასევე მოქმედებს სამინისტროს ცხელი ხაზი +995 32 47 01 01.