26 მაისს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ქ. ხობის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი, ანგარიშით 4-0 დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილზე ჭალადიდის ფეხბურთელთა გუნდი გავიდა. გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესო მოთამაშეებად დასახელებულებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე, ასევე გაიმართა ოთხთა ტურნირი ფეხბურთში გოგონათა გუნდების მონაწილეობით. ტურნირის გამარჯვებული ჩხოროწყუს გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ხობელმა გოგონებმა დაიკავეს. შეჯიბრებაში მონაწილე გუნდებს თასები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.