21 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, ხობის „კოლხეთის“ მთავარმა მწვრთნელმა გია გურულმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს სპორტული ფორმები გადასცეს.
ხობის მუნიციპალიტეტში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ტურნირები ჩატარდა მაგიდის ჩოგბურთში, კალათბურთში, კროსში, ფრენბურთში, ფეხბურთში. გამარჯვებული სკოლის გუნდები (ქ. ხობის N1 საჯარო სკოლა, პირველი მაისის საჯარო სკოლა, საჯიჯაოს საჯარო სკოლა, ქვემო ქვალონის N1 საჯარო სკოლა, ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლა, შუა ხორგის საჯარო სკოლა) რეგიონალურ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გამარჯვებული სკოლის გუნდებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა, 58 ერთეული ფორმის შესაძენად.