პოეზიის საღამო - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“


საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ საბიბლიოთეკო დაწესებულებებში არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა. 

თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში კვირეულის დასკვნითი ღონისძიება - პოეზიის საღამო - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და საერო სკოლების მოსწავლეებმა ქართული პოეზიის საუკეთესო ნიმუშები წაიკითხეს და ქართული ენის, როგორც ეროვნული კულტურის დედაბოძის შესახებ ისაუბრეს.
ღონისძიება ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.