პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა ბერაიას სახელობის სტადიონზე
დასრულდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის
თასის გათამაშება მინი ფეხბურთში. ტურნირის
გამარჯვებული ქ. ხობის
„ცენტრის“ გუნდი
გახდა, მეორე ადგილი სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე
ქ. ხობის გიორგი ჭყონდიდელის ქუჩის გუნდი გავიდა.
ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ
გუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულ ფეხბურთელებს თასები, სიგელები
და საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდა.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და
ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.