რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებულნი

2016 წლის 22-24 აპრილს ქალაქ ხაშურის სპორტსკოლის დარბაზში გაიმართა ნოკოლოზ ხვედელიძის და ვასო ჩოჩაშვილის სახელობის VI რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2001-2003 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის .
შეჯიბრი ჩატარდა ფილას მოქმედი წესების თანახმად .
ტურნირში მონაწილეობას მიიღო ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის გუნდმა (მწვრთნელ-მასწავლებლები ბ.ბუკია, ს. გვასალია,ა.ხუნჯუა).
სხვადასხვა წონით კატეგორიაში ხობელი 2 ნორჩი მოჭიდავე-დავით გვასალია და მალხაზ წოწერია ტურნირის ჩემპიონები გახდნენ, მე-2 ადგილი გოგა გაბისონიამ მოიპოვა, ხოლო მურად გოგილავა, ლუკა ხელაია, მიშიკო ალექსანდრია და გოგა უბილავა მე-3 ადგილებს დასჯერდნენ.