გზების სამშენებლო სამუშაოებს ხობში გუბერნატორი გაეცნო (ვიდეო)

✅ქ. ხობში შიდა ქუჩების მოასფალტება გრძელდება. მიმდინარე წელს უკვე დასრულდა 4 ქუჩის მოასფალტება. ამჟამად კი სამშენებლო სამუშაოები გურამიშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. ქუჩებში მოასფალტებასთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც ხდება. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ხობის გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

გუბერნატორის განცხადებით, „საერთო ჯამში ორი წლის განმავლობაში ხობში 12 ქუჩის მოასფალტება მოხდა, რაც მთავარია, ეს ქუჩები ხარისხიანად კეთდება და სამშენებლო სამუშაოებში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა“.


ქუჩების მოაქფალტებისთვის წელს ხობში 600 ათასი ლარი იხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს შპს „შარაგზამშენი“ აწარმოებს.