ქ. ხობში 9 აპრილისა და ბერიას ქუჩაზე შემოღებულ იქნა ცალმხრივი მოძრაობა. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბერიას ქუჩის მიმართულებით შეხვევა და 9 აპრილის ქუჩიდან ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა. ქუჩების გადაკვეთაზე განთავსებულია ამკრძალავი ნიშნები.