ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით, 1050 მცხოვრებს სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მოეხსნება და წყალი 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება.
პროექტს, რომლის ღირებულებაც 499500 ლარია, შპს „არქი კულტურა“ ახორციელებს.
სამუშაოები, რომელშიც 15 ადგილობრივია დასაქმებული, აგვისტოში დასრულდება.