ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელმა სააღმზრდელო გაერთიანებამ ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სუფსიდიის ფარგლებში საბავშვო ბაღებისთვის შეიძინა სხვადასხვა სახის ინვენტარი, კერძოდ: წყლის გამაცხელებელი (4198.86 ლარის) ღირებულების, პირადი ჰიგიენის ნივთები, საწმენდი და საპრიალებელი საშუალებები - სულ 963.50 ლარის და საკანცელარიო ნივთები -1434,10 ლარის ღირებულების. ასევე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, რისთვისაც შეძენილ იქნა 2250 ლარის ღირებულების დეზობარი.
ამ ეტაპზე გაერთიანების მიერ გამოცხადებულია ტენდერები 7250 ლარის ღირებულების სამზარეულოს გაზის გამწოვის, რეცხვა-დეზინფექცირებადი სამზარეულოსა და ჰიგიენური მაგიდის (4640ლ ) შესაძენად, რომელიც მიეწოდება გაერთიანების თითოეულ საბავშვო ბაღს.
საბავშვო ბაღებში პირობების გაუმჯობესების მიზნით სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების სუბსიდია გაიზარდა 57 ათასი ლარით , რითაც შესყიდულ იქნება ავეჯი, ინვენტარი და სხვა აუცილებელი ნივთები.
უახლოეს მომავალში იგეგმება სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევა.